გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა

საგანი:  ქართული ენა
 სწავლების საფეხური / კლასი: დაწყებითი / მე-2
თარიღი:
დრო:40 წთ.
მოსწავლეთა რაოდენობა:  26
 სსსმ მოსწავლე --არ მყავს 
თემა:  ნოდარ დუმბაძე / ,,მღერიან თუშის ბიჭები“
გაკვეთილის/აქტივობის  ძირითადი   მიზანი:

      ● ტექსტის  მოსმენა, გაგება-გააზრება და შინაარსის გადმოცემა;
      ●   ნაწარმოებში   პერსონაჟების,    ქცევის შეფასება და პირადი დამოკიდებულების გამოხატვა   ;
       ● მოსწავლეები შეძლებენ  ისტ-ის ეფექტური  და უსაფრთხო  გამოყენებას
                                        

ეროვნული  სასწავლო  გეგმის  სტანდარტი:

ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;

·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;

            ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;

ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).

მიმართულება: წერა

ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;
·         წერს კარნახით;
·         სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით პერსონაჟებს;
·         მოდელის მიხედვით ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ ხეს, დღის რეჟიმსა და სხვ.);


II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
·         იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
·         მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.

ისტ-ის  სტანდარტი:

ის.ტექნ.დაწყ.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება

მოსწავლე:
Ø  ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს;
Ø  ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;
Ø  ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს მის ღილაკებს;
Ø  ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.
ის.ტექნ.დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში

მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;



საჭირო  წინარე ცოდნა და უნარები:
(მოსწავლეთა წინარე ცოდნა  გამოიკვეთა  მათი საშინაო დავალების შესრულებიდან, წინა გაკვეთილის მსვლელობის დროს, მოსწავლეთა   აქტივობის დაკვირვებისას.)
   მოსწავლეს შეუძლიან ისტის გამოყენება გაკვეთილის მართვის პროგრამაში, ლეპტოპში მუშაობა,  ტესტების შესრულება,  ფაილის
 მიღება და ასევე უკან გამოგზავნა;  ცხრილების შედგენა  და მუშაობა.

უნარ-ჩვევები: ინდუქციური მსჯელობის, ანალიზის და ტრანსფერის უნარი.

N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი მიზანი

1







საორგანიზაციო საკითხები
  • I-  ფაზა --გახალისება.
 ქართულის ესთაფეტა:
ვასახელებთ საქართველოს კუთხეებს.
მასწავლებელი იწყებს წინადადებას მოსწავლეები კი გააგრძელებენ შეძენილი ცოდნის გამოყენებით:
მასწავლებელი --საქართველო  გადაჭიმულია..........
მოსწავლე--( შავი ზღვიდან დაღესტნის მთებამდე).
მასწავლებელი----ჩრდილოეთით ესაზღვრება............
მოსწავლე--კავკასიის  მთები.
მასწავლებელი --ასევე.............
მოსწავლე--რუსეთი.................
........................
ასეთი აქტივობის გამოყენებით კლასის დახმარებით შევადგენთ პატარა ესე-ს.


კითხვა-პასუხი





მთელ კლასთა
ბურთი

1წთ.


1 წთ.


















მოტივაციის  ამაღლება.

განვლილი  მასალის გამეორება  განმტკიცება.











2.




(წინარე ცოდნის გააქტიურება)–
გამოწვევის ფაზა:
გახალისების შემდეგ მოვახდენ დავალების გამოკითხვა- შემოწმებას.
წინა დღეს  ბავშვებს, კლასში  დავატოვებინებნებ  ქართულის სახელმძღვანელოებს.
წერითი დავალება იქნება:
 სათაურის მიხედვით --  ,, მღერიან   თუშის   ბიჭები“,  შეადგინონ პატარა მოთხრობა , რაზე შეიძლება იყოს ეს ამბავი.
 კლასში  მოხდება  საშინაო დავალების წაკითხვა.
მოვისმენთ სხვავასხვა ვარაუდებს.

ვერბალური -კითხვა.


შემთხვევით ამოღებულ ჩხირზე მინიშნებული მოსწავლის  სახელის და გავრის მიხედვით. 

რვეული,კალამი.
4 წთ.
საკუთარი აზრის გამოხატვა-დაფიქსირება.

3.



●გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობ.
●მოსწავლეებისთვის გაკვეთილის გეგმის გაცნობა;



კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
სლაიდზე გაამზადებული მიზნები,კრიტერიუმები,
კრიტერიუმების ამსახველი ბარათები.

 2 წთ.

მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზნები და შეფასების ფორმები.
4.


ისტ-ის გამოყენება
მსწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გახსნანგაკვეთილის მართვის პროგრამით  გადმოგზავნილი  ვორდის ფაილი   და ინსტუქციის მიხედვით შეასრულოს შესაბამისი დავალება (იხ: აქ).



დროის ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი ისევ კლასის მართვის პროგრამის დახმარებით კლასს  აჩვენებს ერთი ბავშვის ნამუშევარს და ამოწმებს რამდენად კარგად გაართვეს თავი დავალებას. მასწავლებელი ეკითხება რატომ მიიღეთ  ასეთი გადაწყვეტილება? მასწ. სთავაზობს ხელის აწევით შეაფასონ სწორად  გაართვა თავი თუ არა თანაკლასელმა დავალებას თავი, მადლობას უხდის მათ დახმარებისათვის, სიტყვიერი კომენტარით აფასებს კლასის მუშაობას.




კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან,  ინდივიდუალურად.
26 კომიუტერი+1 მასწავლებლის, როუტერი,
ელ.წიგნი:

შეფასების სტიკერები.
5 წთ.
შეძლონ ისტის ეფექტური  და უსაფრთხო  გამოყენება
4.






შინაარსის რეალიზება:
ახალი მასალის , ,, მღერიან   თუშის   ბიჭებ“-ს, ახსნა.
 მასწავლებელი ელექტრონული წიგნის დახმარებით მოსწავლეებს  აწვდის  თუშეთის შესახებ მცირე ინფორმაციას. ვაცნობ მწერალ-ნოდარ დუმბაძე-ს.

 თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით, ახალი მასალის ახსნის და მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევის მიზნით,  სინამდვილეში  რაზეა ეს ამბავი -,,მღერიან   თუშის   ბიჭები“, რომ ვანახოთ,გამოვიყენებ ელ.რესურსს.
ელ.წიგნის დამთავრების შემდეგ პროექტორით განათდება ოთხივე სტროფი.   წავიკითხავ  შესაბამისი ინტონაციით. ბავშვებს ვთხოვ გაუგებარი სიტყვები,  რომელიც ტექსტში შეხვდებათ  მოინიშნონ  წებოვან ფურცელზე და შემდეგ, ბავშვების დახმარებით, ერთობლივად  მოვახდენთ  ამ სიტყვების განმარტებას. პარალელურად ბარათებზეა სიტყვის სკივრიდან ამოწერილი ახალი სიტყვები , რომელიც  დაფარულია ნახატებით. განმარტების შემდეგ მოხდება ამ ბარათების ამოტრიალება.
 
აქვე  მოვახდენ ახალი სიტყვების გამოყენებით  წინადადებების შედგენას ზეპირად.
მოვახდენ ერთ-ერთი  წინადადების გარჩევას -ზეპირად.
დაასახელეთ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა.
რა კითხვა  დაესმის? არსებითი სახელი შემახსენეთ რა არის? რა კითხვები დაესმის არსებით სახელს? დაასახელეთ რომელია ამ წინადადებაში არსებითი სახელი.

 ტექსტზე მუშაობა


მასწავლებლის  კითხვა

















კითხვა-პასუხი


მთელ კლასთან

ელ.წიგნი -აწყობილი Power Point -ში.

8 წთ.

მოსწავლეებს შეუძიათ ყურადღების მობილიზება ,



 ვარაუდების გამოტანა, მოსაზრების დაფიქსირება.
ახლი სიტყვების ახსნა.
ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადებების  შედგენა.
5.
ცოდნის რეალიზება:
ისტ-ის გამოყენება

მასწავლებელი კითხვების დახმარებით გაარკვევს გაიგეს  თუ არა მოსწავლეებმა ტექსტის შინაარსი.
  
ბავშვებს  როუტერის დახმარებით  გადავუგზავნი   ვორდის საქაღალდესსადაც ინსტრუქციის მხედვით ინდივიდუალურად შეასრულებენ დავალებას.
( დანართიდა დანართი 3)

დაკვირვების შედეგად  მოვახდენ  ბავშვების შეფასებას,  სიტყვიერი კომენტარით და სტიკერებით.


კითხვა-პასუხის
მთელ კლასთან
პროექტორი
26 კომიუტერი+1 მასწავლებლის, როუტერი,
ელ.წიგნი:
5წთ
შეძლებენ კითხვებზე სათანადო პასუხების გაცემას.


შეძლონ ისტის ეფექტური  და უსაფრთხო  გამოყენება
6



აქტივობა: ახალი ცოდნის აგება (კონსტრუირება)

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გახსნანგაკვეთილის მართვის პროგრამით  გადმოგზავნილი  ვორდის ფაილი და  დანართი4 -ის  გამოყენებით შეასრულონ დავალება (იხ:აქ)




გაკვეთილის  მსვლელობის დროს მოხდება ბავშვების განმავითარებელი შეფასება.  გამოვიყენებ  სტიკერებს.

ბავშვები კი საკუთარი განწყობის მიზნით შეაფასებენ  საკუთარ თავს, ნაშრომის ბოლოს  კი დახატავენ  შეფასების კრიტერიუმებიდან  შემუშავებულ  სტიკერებს.

                           
ტექსტის ანალიზი
კითხვა-პასუხით ვამუშავებთ ტექსტს


 

მთელ კლასთან; ინდივიდუალურად

დაფა,ცარცი,
 

15წთ

შეძლებენ ტექსტში მოცემული პერსონაჟების საერთო და ინდივიდუალური თვისებების გარჩევას. ისწავლიან ტექსტის გააზრებას.

შეძლონ ისტის ეფექტური  და უსაფრთხო  გამოყენება
7.
რეფლექსია:

შეფასება-შეჯამება    მასწავლებელი  მოახდენს ბავშვებს შეფასებას.  ასევე
მოხდება გაკვეთილის შეჯამება

1)    რა ვიცოდით
2)    რა ვისწავლეთ
   3)რა   გვსურს, რომ                ვიცოდეთ

მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს  გაკვეთილის შემდეგ უპასუხონ კითხვებს: რა ისწავლეს დღესდაასახელონ მოთხრობის მთავარი გმირები, რა არის ამ ლექსის მთავარი აზრი




კითხვა-პასუხი;


მთელ კლასთან.
ინდივიდუალური.

 სტიკერები


2 წთ



მოსწავლეები  თვითშეფასების კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ საკუთარ თავს
8.


საშინაო დავალება
*      წაიკითხონ ტექსტი
,,მღერიან თუშის ბიჭები“
,,ლუფსის მეთოდის“ გამოყენებით(ფანქრით მონიშნული სიტყვები,რომლის ამოკითხვაც უჭირთ)  ივარჯიშონ კითხვის ტექნიკის გასაუმჯობესებლად.
  
ისწავლონ  კითხვით და გაახმოვანონ ----  გადაგზავნილი  ელექტრონული  წიგნი რომელიც არ არის გახმოვანებული 

*      წერითი დავალება-







ინსტრუქციის მიცემა



    მთელ კლასთან


26 ლეპტოპი + 1 მასწავლებლის.

სახელმძღვანელო;
საშინაო დავალების რვეული;კალმისტარი;ბუკი; როუტერი,ელექტრონული წიგნი.





2 წთ


შეუძლიათ დავალების ჩანიშვნა, დაკავშირებადა ელ.წიგნის მიღება--ისტის გამოყენება.

                          გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
    მოსწავლები შეძლებენ:   
    ● ტექსტის  მოსმენა, გაგება-გააზრებას და შინაარსის გადმოცემას;
      ●   ნაწარმოებში   პერსონაჟების,    ქცევის შეფასებას და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას   ;
         ● მოსწავლეები შეძლებენ  ისტ-ის ეფექტური  და უსაფრთხო  გამოყენებას:
                                        
                                            
                              
                                           გაკვეთილის გეგმის    დანართი N1 
                               მოსწავლეთა  აქტივობის  შეფასების  რუბრიკა
შეფასების  მახასიათებლები


აკმაყოფილებს  მოლოდინს


კარგი

ძალიან  კარგი

 


დისკუსიის შეფასება
ა)მოსწავლესშეუძლია საკამათო  თემის ირგვლივ  განსაზღვროს თავის პოზიცია
ბ) მოიყვანოს არგუმენტები რატომ გადაწყვიტა ამ პოზიციაზე დგომა
 გ) მოუსმინოს მოწინააღმდეგეს  საწინააღმდეგო აზრს და მოიყვანოს კონტრარგუნენი/არგუმენტები.
ა)მოსწავლესშეუძლია საკამათო  თემის ირგვლივ  განსაზღვროს თავის პოზიცია ბ) მოიყვანოს არგუმენტები რატომ გადაწყვიტა ამ პოზიციაზე დგომა
 გ) მოუსმინოს მოწინააღმდეგეს  საწინააღმდეგო აზრს და ვერ მოიყვანოს კონტრარგუნენი/არგუმენტები.
ა)მოსწავლესშეუძლია საკამათო  თემის ირგვლივ  განსაზღვროს თავის პოზიცია
ბ) მოიყვანოს არგუმენტები რატომ გადაწყვიტა ამ პოზიციაზე დგომა
გ) მოუსმინოს მოწინააღმდეგეს  საწინააღმდეგო აზრს და მოიყვანოს კონტრარგუნენი/არგუმენტები.






ისტ-ის  ეფექტური  და უსაფრთხო  გამოყენება.  ვორდის  ფაილში მუშაობა.
განსაზღვრულ დროში  მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე    
 იყენებს ინფორმაციას.
კლავიატურას, კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;

განსაზღვრულ დროში მოსწავლეს    
შეუძლია გამოიყენოს ინფორმაცია.
კლავიატურა,  კლავიშების განლაგება და მათი ფუნქციები;

განსაზღვრულ დროში შეუძლია მოსწავლეს    
უსაფრთხოდ და  ზუსტად გამოიყენოს ინფორმაცია.
ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;





     გაკვეთილის გეგმის   დანართიN2 

     გაკვეილის მართვის პროგრამაში წინასწარ გამზადებული  ტესტური დავალება ქართულ ენაში,                            რომელსაც გადავუგზავნი მოსწავლეებს


       

No comments:

Post a Comment